გვერდების მონახულება Tor-ბრაუზერით უნდა შეგეძლოთ გაშვებიდან მცირე ხანში „დაკავშირების“ ღილაკზე დაწკაპებით, თუ პირველად რთავთ პროგრამას.
კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ, თუ დააწკაპებთ „შემოწმებას“.
გადაამოწმეთ, ხომ არ აწერია „კავშირგარეშე“. თუ ვერ ახერხებს Tor-ქსელთან მიერთებას და უწერია „არაა დაკავშირებული“, მოცემული ხერხები შეიძლება გამოგადგეთ.
სწრაფი გადაწყვეტები
თუ Tor-ბრაუზერი ქსელს ვერ უკავშირდება, შესაძლოა უშველოს მარტივმა გადაწყვეტამ.
სცადეთ ქვემოთ მოცემული:
- თქვენს კომპიუტერზე სისტემის დრო უნდა იყოს გასწორებული, თუ არადა Tor ვერ მოახერხებს დაკავშირებას.
- დარწმუნდით, რომ უკვე არაა გაშვებული Tor-ბრაუზერი ან სხვა „Tor“ სისტემაში.
თუ ვერ ახერხებთ, გადაამოწმოთ უკვე გაშვებულია თუ არა Tor-ბრაუზერი, ხელახლა ჩართეთ სისტემა.
- დარწმუნდით, რომ რომელიმე ანტივირუსული პროგრამა არ ზღუდავს Tor-ის გაშვებას.
შესაძლოა დაგჭირდეთ ანტივირუსის შესახებ მასალებისა და მითითებების გაცნობა, თუ არ იცით, როგორ გააკეთოთ.
- დროებით გათიშეთ ქსელის ფარი (Firewall).
- თუ Tor-ბრაუზერი აქამდე მუშაობდა და აღარ მუშაობს, შეიძლება თქვენი სისტემა ძილის რეჟიმში იმყოფებოდა.
სისტემის ხელახლა ჩართვამ შეიძლება უშველოს.
- წაშალეთ Tor-ბრაუზერი და ახლიდან დაყენეთ.
თუ აახლებთ, პირდაპირ არ გადააწეროთ ძველი Tor-ბრაუზერის ფაილებს; ჯერ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სრულადაა წაშლილი.
TOR-ის აღრიცხული ჩანაწერები
ხშირად, Tor-ის ჩანაწერების ნახვა, შეიძლება გამოდგეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
თუ ხარვეზია დაკავშირებისას, გამოჩნდება შეცდომის კოდი და შეგეძლებათ მიუთითოთ „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“.
შემდეგ ჩასვით Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერი რამე ტექსტურ ფაილში ან დოკუმენტში.
თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი გაშვებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარ მენიუში („≡“), დაწკაპოთ „პარამეტრები“ და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.
გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.
სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:
./start-tor-browser.desktop --verbose
ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log):
./start-tor-browser.desktop --log [file]
ვრცლად, ამის შესახებ იხილავთ მხარდაჭერის ფორუმზე.
თქვენი ქსელი ცენზურის ქვეშაა?
თუ მაინც ვერ უკავშირდებით, შესაძლოა თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი ზღუდავდეს Tor-ქსელთან კავშირებს.
გაეცანით გვერდის ავლის განყოფილებას შესაძლო გადაწყვეტებისთვის.
ცნობილი ხარვეზები
Tor-ბრაუზერი მუდმივად მუშავდება და ზოგი ხარვეზი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ არ გასწორებულა.
გთხოვთ გადახედოთ გამოვლენილი ხარვეზების გვერდს, რომ გაარკვიოთ, შეცდომა რომელსაც წააწყდით, უკვე აღნუსხულია, თუ ჯერ არა.